მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

воскресенье, 8 марта 2015 г.

                                     მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს წარმოვადგინე ჩემი პროექტი თემაზე ო.უაილდის "ბროწეულის სახლი". პროექტზე მუშაობა მეტად საინტერესო იყო. მოვიძიე  მასალა და უახლესი მეთოდებით თემა უფრო სრულყოფილი,  საინტერესო და გასართობი გამოვიდა. დიდი მადლობა ყველას, რადგან ბევრი უჩვეულო, ახალი ინფორმაცია მივიღე. 

суббота, 7 марта 2015 г.

                            მერვე დღის რეფლექსია
დღეს გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. დავწერეთ პროექტის შეფასება,საბაზისო უნარ-ჩვევები და სასწავლო პროცედურები, გადავიტანეთ ბლოგზე ლინკი" ჩემი პორტფოლიო", ვისწავლეთ ვიდეოს გაზიარება,გავეცანით პრეზენტაციას  ინდივიდუალური განსხვავები სწავლების დროს.


воскресенье, 1 марта 2015 г.

                                            მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, დავდეთ ბლოგზე. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკის ადაპტირება.

суббота, 28 февраля 2015 г.

                       მეექვსე დღის რეფლექსია

            დღეს ჩვენ ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლობრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდულირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის,ჩასწორების უფლების მიცემა,კომენტარის გაკეთება და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო საპრეზენტაციო ნაშრომზე.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

                           მეხუთე დღის რეფლექსია
მოვამზადეთ პრეზენტაცია სალაიდ შოუს სახით,ვიმუშავეთ ბლოგზე, ნამუშევარი გადავიტანეთ დისკზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და დავამატეთ გამოკითხვა.

суббота, 21 февраля 2015 г.

                                      მეოთხე დღის რეფლექსია
  გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა.ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, გავიაზრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევარჩიეთ ჩვენი თემისათვის საკვანძო კითხვები, შევავსეთ დროში გაწელილი შეფასების გეგმა.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

                           მესამე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ ეროვნულ გეგმაში, მოვნიშნეთ და ამოვიღეთ შესაბამისი სტანდარტები,განახლებული ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით ჩავსვით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში, ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა და ვიმუშავეთ ბროშურაზე.